რუსეთი NATO-ს ქვეყნებისკენ თავის დრონებს არ უშვებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ არასდროს ვესხმით თავს სამოქალაქო ობიექტებს. ინციდენტები ხდება, მაგრამ ჩვენ არასდროს ვისვრით მიზანმიმართულ ცეცხლს.

ჩვენ არასდროს ვუშვებთ ჩვენს დრონებს ან რაკეტებს ევროპის სახელმწიფოებისკენ - ევროკავშირის ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებისკენ," - თქვა ლავროვმა.