ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის სავაჭრო ომი ახალ, უფრო მწვავე ფაზაში შევიდა.
სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით 12:01 საათზე, ოტავამ დაახლოებით $20 მილიარდის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 15%-დან 50%-მდე საპასუხო ტარიფები ამოქმედდა.ეს ნაბიჯი პირდაპირი პასუხია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასულ თვეში კანადურ იმპორტზე დაწესებულ ანალოგიურ ტარიფებზე.
რას ეხება ახალი ტარიფები
კანადის ახალი შეზღუდვები მოიცავს:
◘ ცელულოზა-ქაღალდის პროდუქციას
◘ სამშენებლო მასალებს
◘ სამრეწველო ტექნიკას
◘ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს
ჩავარდნილი მოლაპარაკებები და ურთიერთბრალდებები
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გასულ თვეში ბოლო წუთს ჩაიშალა. ტრამპმა მაშინ თავისი ტარიფების ამოქმედება იმ იმედით გადადო, რომ შეთანხმება შედგებოდა. თუმცა მხარეებს კომპრომისის მიღწევა ვერ შეძლეს.
ამის შემდეგ ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ერთმანეთს სულ უფრო მწვავე განცხადებებით უპირისპირდებიან.
ტრამპი უკვე ღიად ემუქრება ახალ სანქციებით:
50%-მდე ტარიფები
კანადური წარმოების ავტომობილებზე 1 იანვრიდან
Bombardier-ის აკრძალვა აშშ-ის ბაზარზე, თუ კანადური ავიაკომპანია წარმოებას შტატებში არ გადაიტანს.
ტრამპი სიმბოლურადაც კი წავიდა შორს: მან ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ დაარქვა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ მხარეები უახლოეს დღეებში არ შეთანხმდნენ, სავაჭრო ომი კიდევ უფრო გამწვავდება დაარტყამს ორივე ქვეყნის ეკონომიკას.
წყარო: „სიენენი“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




