ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
სამოქალაქო თავდაცვის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გადაარჩინეს ქალი, რომელმაც სამი დღე ჩაკეტილ მანქანაში გაატარა ვალენსიის რეგიონის ბენეტუსერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში.
ვალენსიის სამოქალაქო თავდაცვის პრეზიდენტმა მარტინ პერესმა ამის შესახებ მუნისიპალიტეტის 400 მოხალისე-მაშველის წინაშე გამოსვლის დროს ისაუბრა.
ესპანური მედიის ცნობით, კოკისპირული წვიმებით გამოწვეული კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 211-მდეა გაზრდილი.