საფრანგეთის მთავრობა 2021 წლისთვის გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მეორე ავიამზიდი,-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა-ინფორმაციას გამოცემა Le Modne ავრცელებს.
"მეორე ავიამზიდი, რომლის მშენებლობისთვისაც ბიუჯეტიდან 5 მილიარდი ევროდან 7 მილიარდ ევრომდე გამოიყო, 2021 წლამდე არ განიხილება", - განაცხადა მაკრონმა. როგორც ცნობილია, მანამდე საფრანგეთმა  ახლო აღმოსავლეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლი კოალიციის დასახმარებლად ავიამზიდი  'შარლ დე გოლი" გაუშვა. „შარლ დე გოლის“ სიგრძე 261,5 მ-ია, სიგანე - 64,3 მ. ავიაჯგუფს გააჩნია 40 თვითმფრინავი, მათ შორის 30 ღაფალე Mარინე F3 საბრძოლო თვითმფრინავი, ადრეული გაფრთხილების სარადარო (DღLO) თვითმფრინავი და ვერტმფრენები.