ლენინგრადის ოლქში სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, დრონების მოგერიების დროს მსხვერპლი არ ყოფილა.

ლუჟსკის რაიონში დრონის საფრთხის შესახებ განგაში გამოცხადდა.

გარდა ამისა, „როსავიაციის“ ცნობით, „პულკოვომ“ წინასწარი თანხმობით მიიღო და გაუშვა რეისები. აეროპორტში შეზღუდვები ამჟამად მოიხსნა.

მანამდე, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის თვითმფრინავი პულკოვოს აეროპორტში დაეშვა.

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ავტოკოლონა უკვე კონსტანტინეს სასახლეში მივიდა.