მოლდოვაში, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი.
მოლდოვის ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს ხმათა 54.47 პროცენტით. მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს ხმათა 45.53 პროცენტი აქვს. ბიულეტენების 100 პროცენტია დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ალექსანდრე სტოიანოგლოს, რომელმაც 51,19 პროცენტი მიიღო, სანდუმ კი 48,81 პროცენტი დააგროვა.
გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ ეს გამარჯვება აძლიერებს სანდუს ამბიციას მოლდოვა გააწევრიანოს ევროკავშირში ათწლეულის ბოლომდე.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ ის, ვისაც ჩვენი დაჩოქება სურდა“, - თქვა სანდუმ.