მებრძოლებმა მთავრობის მიერ კონტროლირებადი სირიის ქალაქი ალეპო მომწამვლელი გაზის გამოყენებით დაბომბეს. ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ჰალიდიას რაიონში "ტოქსიკური გაზის" ჭურვები ჩამოაგდეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაახლოებით 44 ადამიანი დაშავდა. 2012 წლიდან, სირიაში ომის დაწყების შემდეგ, ქალაქი ალეპო ოპოზიციური ჯგუფებისა და ისლამისტების კონტროლქვეშ იმყოფებოდა. ქალაქში რამდენიმე წლის განმავლობაში ავიაიერიშები ხორციელდებოდა. ახლა ოპოზიცია ალეპოს დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებს აკონტროლებს, ასევე ამავე სახელწოდების პროვინციის ნაწილს. "იუნესკომ" ალეპო მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა; აქტიურად მიმდინარეობდა ძველი კულტურული ძეგლების აღდგენის პროცესი.