სამხრეთ კორეაში აქციების მანიპულაციისა და კორუფციის ბრალდებით დააკავეს ყოფილი პირველი ლედი, კიმ კიონ ჰე.
პროკურატურამ კიმის დაკავება რამდენიმე დღის წინ მოითხოვა, ხოლო სასამართლომ მტკიცებულებების განადგურების საფრთხის გამო მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ბრალდების მიხედვით, კიმმა დაარღვია კაპიტალური ბაზრისა და ფინანსური ინვესტირების კანონები, ასევე, პოლიტიკური მიზნით გამოყოფილი ფონდებთან დაკავშირებული კანონები.
კიმის დაკავების შემდეგ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის ხალხის ძალის პარტიის ოფისში. ეს სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველი ლედის დაკავების პირველი შემთხვევაა.
პატიმრობაშია მისი ქმარიც, ყოფილი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი.
იუნმა გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება.
მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნმა დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მისი იმპიჩმენტის ლეგიტიმურობა ოფიციალურად დაამტკიცა.