სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ დააკავა სატვირთო გემი DEYI, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთის გავლით რუსეთში მიემგზავრებოდა, იტყობინება Yonhap სამხრეთ კორეის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით.
ინციდენტი 30 მარტს მოხდა და დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაეროს სანქციების დარღვევის ეჭვებთან. DEYI ბორტზე 13 ადამიანი იმყოფებოდა - ჩინეთისა და ინდონეზიის მოქალაქეები.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად აწარმოებს გამოძიებას ამ გემის მიერ სანქციების შესაძლო დარღვევის შესახებ, მაგრამ სამინისტრომ უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.
გემი ამჟამად ბუსანის პორტშია. უცნობია, რეალურად დაარღვია თუ არა სანქციები, რადგან ეკიპაჟი ამ დროისთვის არ იძლევა ტყვირთის შემოწმების საშუალებას,– წერს Yonhap.
3 აპრილს სეულმა ორი რუსი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, მათ შეეძლოთ დახმარებოდნენ ჩრდილოეთ კორეის „ატომური და სარაკეტო პროგრამების დაფინანსებას“ ფხენიანიდან მოსკოვში სამუშაოდ სპეციალისტების მოზიდვით.
შემაკავებელი ზომები ასევე შემოღებულ იქნა ორი რუსული გემის - Angara-სა და Lady R-ის მიმართ - „რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობისთვის“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევით.