სამხრეთი კორეა აცხადებს, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი გაყალბებულია. ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ამ საკითხზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ მასალების კონკრეტული ნაწილი სინამდვილეს არ შეესაბამება.
საიდუმლო დოკუმენტები, ოფიციალური სეულის მიერ იარაღის მიწოდების თემაზე, ეროვნული უსაფრთხოების ორი სამხრეთ კორეელი მაღალჩინოსნის საუბარსაც მოიცავს.
სამხრეთ კორეაში შიშობდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იარაღის გადაცემის შემთხვევაში, ის უკრაინის ხელში აღმოჩნდებოდა. ეს კი მათ პოლიტიკას დაარღვევდა, რომლის მიხედვითაც, სამხრეთი კორეა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას შეიარაღებას არ აწვდის.
საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, კორეელმა მაღალჩინოსანმა კოლეგას იარაღის პოლონეთისთვის გადაცემა შესთავაზა. თუმცა, როგორც სამხრეთ კორეა აცხადებს, დოკუმენტები ყალბია.