რუსეთში, სამხედრო სწავლების დროს სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3-94233 ჩამოვარდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ინციდენტი შაიკოვკაში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბომბდამშენი 326-ე საავიაციო განყოფილების შემადგენლობაში შედიოდა.
აღსანიშნავია, რომ ლაინერი სერიოზულად დაზიანდა და მას ვეღარ გამოიყენებენ.
Tu-22M3 ბომბდამშენი აქტიურად მონაწილეობს რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებში "დასავლეთი-2017", რომელიც 14 სექტემბერს დაიწყო.