აშშ ღრმად შეშფოთებული რჩება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე და საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენელმა რობერტ გილქრისტმა განაცხადა.

"აშშ ღრმად შეშფოთებული რჩება, რომ ეს კანონი ამოქმედების შემთხვევაში დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე და საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან. ჩვენ ანალოგიურად ვართ შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა მაღალი ხარისხის ინფორმაციასთან“, – განაცხადა რობერტ გილქრისტმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

შეგახსენებთ,    საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება