საფრანგეთის სამხრეთის პროვინციებში ტყის ხანძარი მძვინვარებს, რომელმაც უკვე საკურორტო ზონის 500 ჰექტარი გაანადგურა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანენის განცხადებით, აალება ესპანეთთან მოსაზღვრე აღმოსავლეთი პირენეების დეპარტამენტის ტერიტორიაზე მოხდა.
„ხანძრის გამო 3000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი ადგილობრივები და ტურისტები არიან. ერთი მეხანძრე სერიოზულად არის დაშავებული", - განაცხადა მან.
ცეცხლმა ადგილობრივ საავტომობილო გზებზე შეფერხებები გამოიწვია, ასევე შეჩერებული იყო მოძრაობა პერპინიან-სერბერის სარკინიგზო მაგისტრალზე.