საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უნდა ითვალისწინებდეს.

ელისეის სასახლეში აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიული დათმობები იქნება საჭირო.

„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული მისწრაფებები არის ძალიან მტკიცე მოთხოვნა ევროპელებისთვის“, – განაცხადეს ემანუელ მაკრონის ოფისში.

თარგმანი: პირველი არხი