საფრანგეთში სამართალდამცველებმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის საქმის მოსამართლისადმი სოციალურ ქსელებში მუქარის გავრცელების გამო 76 წლის მამაკაცი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მამაკაცი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ო-დე-სენის დეპარტამენტში დააკავეს.

როგორც გამოცემა Le Figaro წერს, მოქალაქემ სოციალურ ქსელ „იქსში“ გილიოტინის ფოტო გამოაქვეყნა და თან დაურთო კომენტარი, რომელიც მოსამართლე ბენედიქტ დე პერტუის მიმართ მუქარას შეიცავდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მამაკაცი მოსამართლისა ან ნაფიცმსაჯულის მოკვლის მუქარისა და მოსამართლის ან ნაფიცმსაჯულის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.

მანამდე სხვა მუქარების გამო მარინ ლე პენის საქმის მოსამართლეს დაცვა გამოუყვეს.

31 მარტს პარიზის სასამართლომ ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. მარინ ლე პენმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თარგმანი: პირველი არხი