ჩვენ თუ არ მივიღებთ უკიდურესად მკაცრ სისხლისსამართლებრივ ზომებს მაროდიორების წინააღმდეგ, მოსახლეობა თავად აღასრულებს სამართალს, – ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა.
ჟერალდ დარმანინმა ქალაქ ლილში ყოფნისას განაცხადა, რომ მისი სიტყვის გამოსვლისას 149 ადამიანი წინასწარ პატიმრობაშია ან ძარცვაშია ეჭვმიტანილი და დაკავებული. მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მოვალეობაა, სამართლიანობა რესპუბლიკის, ფრანგი ხალხის სახელით აღასრულოს.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „სამართლიანობა უკიდურესად მკაცრია, რადგან ისინი, ვინც ასეთ ქმედებებს ჩადიან, ღალატობენ საფრანგეთს, მეწარმის ეკონომიკურ ცხოვრებას და ქალაქისა და ქვეყნის იმიჯს“.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საფრანგეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. მომიტინგეთა ნაწილმა კი მაღაზიები გაძარცვა და ძვირად ღირებული ნივთები გაიტაცა.











