საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა.

აღნიშნულის შესახებ პროკურატურაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

„დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ „დროას“ ოფისიდან ამოიღეს პლედები, პარალონები, პუფები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რესპირატორები, აირწინაღები, გამათბობლები, ტექნიკა და მის ოთახში გაკრული ფოტოსურათები. ლემონჯავამ ასევე აღნიშნა, რომ „მოლოტოვის კოქტეილები“ არც „დროას“ და არც სხვა პარტიების ოფისებიდან არ ამოუღიათ.