საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, პარიზის რამდენიმე უბანში კი დემონსტრაციები აიკრძალა. პარიზის პოლიციის პრეფექტურის განცხადებით, კომენდანტის საათი დედაქალაქის რამდენიმე უბანში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ამოქმედდება და სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.
ამასთან, პარიზის რამდენიმე უბანში დემონსტრაციების გამართვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე აიკრძალა.
კომენდანტის საათი ნიცაშიც დაწესდა.
ნიცის მერმა, ერიკ ჩიოტიმ, ქალაქში კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ამოქმედდება და კვირამდე გაგრძელდება. მერის განცხადებით, კომენდანტის საათი მხოლოდ არასრულწლოვნებზე გავრცელდება.
კომენდანტის საათი ამოქმედდა ლიონშიც. შეზღუდვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ამოქმედდება და სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.








