პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნებიდან მიღებული მონაცემების საიტზე განთავსებას აგრძელებს
ამ დროისთვის (თბილისის დროით 05:36 საათი) საარჩევნო კომისიას 32 143 საარჩევნო უბნიდან 31 534 უბნის (97,61%) მონაცემები აქვს ატვირთული.
არსებული მონაცემების თანახმად, კაროლ ნავროცკის ამომრჩეველთა 51,13%-მა დაუჭირა მხარი, რაფალ ტშასკოვსკის კი 48,87%-მა
კაროლ ნავროცკი 10 364 281 ხმა - 51,13%
რაფალ ტშასკოვსკი 9 904 657 ხმა - 48,87%