ამის შესახებ ახალი ამბების სატელევიზიო და რადიო მაუწყებელი BFMTV იუწყება.
სააპელაციო სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით პარიზის პირველი ინსტანციის მიერ 2021 წლის სექტემბერში გამოტანილი განაჩენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკოლა სარკოზი ინფორმირებული იყო მისი შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების მკვეთრი ზრდის შესახებ, დამნაშავედ ცნო იგი საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში და მას ექვსი თვით პატიმრობა და ექვსი თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.