როგორც ფრანგული მედია წერს,მიუხედავად მილანი-ალიკანტეს რეისის ეკიპაჟის მცდელობისა, მავნებლებმა ბრძოლა მოიგეს.
კოღოების შემოსევამ, იტალიის ქალაქ მილანიდან, ესპანეთის ალიკანტეში მიმავალი Ryanair-ის რეისის ევაკუაცია გამოიწვია.
ბორტზე ასვლისას ეკიპაჟი და მგზავრები მავნებლების მოგერიებას კოღოს საკლავებითა და შუქის ჩაქრობით აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ევაკუაცია „სანიტარული მიზეზების“ გამო
როგორც ერთ-ერთი მგზავრი იტალიურ პრესასთან საუბრისას იხსენებს: „ბორტზე ასვლისას სალონი კოღოების წარმოუდგენელი რაოდენობით იყო სავსე. ვინაიდან თვითმფრინავის კარი ღია იყო, მწერები რამდენიმე წუთის განმავლობაში განაგრძობდნენ შიგნით შემოფრენას, რამაც სალონში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
საბოლოოდ, ეკიპაჟმა გასცა ბრძანება თვითმფრინავის (Boeing 737) „სანიტარული მიზეზების“ გამო დაცლის შესახებ. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა ეკიპაჟი გააფრთხილა მწერის ნაკბენზე მწვავე ალერგიის შესახებ.
„ეს შეიძლებოდა ტრაგედიით დასრულებულიყო“, - აღნიშნავს თვითმფრინავის კიდევ ერთი მგზავრი. შედეგად, ყველა მომხმარებელი იძულებული გახდა აეროპორტის ტერმინალში დაბრუნებულიყო.
ეს ინციდენტი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას საკმაოდ ძვირი დაუჯდა: პირველი ბორტის დეზინფექციის პარალელურად, მათ მგზავრების გადასაყვანად სხვა ხომალდის მობილიზება მოუწიათ. საბოლოოდ, თვითმფრინავი თითქმის სამსაათიანი დაგვიანებით აფრინდა.




