რამზან კადიროვის ახლო მოკავშირე და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი დაჭრილია, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ დელიმხანოვი "ცოცხალია და კარგად არის", ხოლო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, პარლამენტის ქვედა პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ "ახლახან ესაუბრა დელიმხანოვს".
იქამდე კი, უკრაინელმა პოლიტოლოგმა, კირილ საზონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დელიმხანოვი ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ პრიმორსკში დაბომბვისას დაიღუპა.
დელიმხანოვი უკრაინაში, რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში, დასაწყისიდანვე მონაწილეობს. ის მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის შტურმს ხელმძღვანელობდა, რისთვისაც პუტინმა მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.