ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა თავისი 26 წლის ძმისშვილი ხამზატ კადიროვი ვიცე-პრემიერად და ქონებისა და მიწათმოქმედების მინისტრად დანიშნა

"გაიმართა რეგიონის მთავრობის სხდომა. მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს წარუდგინა ახალი ვიცე-პრემიერი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქონებისა და მიწათმოქმედების მინისტრი ხამზატ კადიროვი. ხამზატი ნიჭიერი და პასუხისმგებლობიანი ლიდერია. მან ეს ადგილობრივი თვითმმართველობის წინა თანამდებობებზე ყოფნით დაამტკიცა" - ამბობს კადიროვი.

ხამზატ კადიროვსა აქამდე ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწის, კურჩალოევსკის მუნიციპალური ოლქის ადმინისტრაციის უფროსის, ჩეჩნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრისა და ჩეჩნეთის სამდივნოს უფროსის თანამდებობები ეკავა.