მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა, თუმცა რამ გამოიწვია აფეთქება, ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა და სამაშველო ეკიპაჟებმა დარბაზის სარდაფიდან 100-მდე პირი გამოიყვანეს.
„კროკუს სითი ჰოლში“ სამი შეიარაღებული პირი ცოტა ხნის წინ შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. ადგილობრივი მედია 15-დან 40-მდე დაღუპულისა და 100-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება.