ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაიჭრა, დაზიანდა 14 შენობა, მათ შორის შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი, სამედიცინო და კულტურის დაწესებულებები.

ცნობას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ეხმაურება და აცხადებს, რომ სარაკეტო იერიშის სამიზნე უპილოტო თვითმფრინავების საწყობი და საწარმო იყო.

უწყების პრესსამსახურმა იერიშის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დრონითაა გადაღებული, თუმცა მტკიცებულება, რომ სამიზნეში მოქცეული შენობა ნამდვილად დრონების საწყობი და საწარმოა, რუსეთს არ წარმოუდგენია.