უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს ქალაქ კროპივნიცკიზე, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
მაშველებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დაზიანდა რამდენიმე უბანში საცხოვრებელი კორპუსები: ჩაიმსხვრა მინები, დაინგრა აივნები, დაზიანდა კონსტრუქციები.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.