20 თებერვლის ღამეს რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ხერსონს სამი მართვადი საჰაერო ბომბის გამოყენებით. ამის შესახებ განაცხადა ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ავიაბომბი ცენტრალურ რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართული.
დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი 13 წლის ბავშვი. როგორც მროჩკომ თქვა, ისინი ტყუპები.
ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ბავშვების დედა სავარაუდოდ დანგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ მოყვა.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.