5 მარტს, გვიან საღამოს, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რაკეტა ხუთსართულიან სასტუმროს მოხვდა.
ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა კიდევ 31 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგი ლისაკი Telegram-ზე წერს. დაშავებულთა უმეტესობა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.
ლისაკის ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, დაზიანდა 14 საცხოვრებელი კორპუსი, ფოსტა, კულტურის დაწესებულება, 12 მაღაზია და 20-მდე მანქანა. მაშველები ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდას აგრძელებენ.