9 აგვისტოს რუსეთის ჯარმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას თავის Instagram გვერდზე დონეცკის ოლქის მეთაური ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.
"რუსები ქალაქს არტილერიით ესროდნენ, მოახვედრეს სუპერმარკეტს. ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული თავდასხმა ხალხმრავალ ტერიტორიაზე, რუსების მორიგი ტერორის აქტი. ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია, მას საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება". - წერს ფილაშკინი.