უკრაინული მედიის ცნობით, 11 აგვისტოს ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 35 წლის კაცი და მისი 4 წლის ვაჟი. სამაშველო სამსახურის ცნობით, ისინი შენობის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს დაღუპულები იპოვეს.
მათივე ინფორმაციით, ბროვარის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის მოზარდი.