რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. ასევე, უკრაინული მედია იუწყება, რომ ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იყვნენ დარჩენილი

სამაშველო სამსახურის ცნობით, დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. გადარჩენილია 18 მოქალაქე.

კიევის პეჩერის რაიონში მტერმა 22-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაარტყა, დაინგრა რამდენიმე სართული. გაჩნდა ხანძარი.