რუსეთში მოახლოებულ რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტია "იაბლოკომ" მონაწილეობის უფლება დაკარგა. საარჩევნო კომისიებმა პარტიის კანდიდატების რეგისტრაციაზე მასობრივი უარი განაცხადეს, რითაც ისინი საარჩევნო პროცესს ოფიციალურად ჩამოაშორეს.
საარჩევნო კომისიებმა რეგისტრაციაზე უარის თქმის საბაბად ხელმოწერების შემოწმებისას "აღმოჩენილი ხარვეზები" და ბიუროკრატიული წინაღობები დაასახელეს — პრაქტიკა, რომელსაც რუსი სახელისუფლებო სტრუქტურები ტრადიციულად იყენებენ დამოუკიდებელი და ოპოზიციური კანდიდატების ასარიდებლად.
"იაბლოკოს" ლიდერებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი პოლიტიკურ ცენზურად და ქვეყანაში პლურალიზმის საბოლოო აღმოფხვრისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეაფასეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, რომ მოქალაქეებს ალტერნატიული არჩევანი სრულად შეუზღუდონ.
"იაბლოკო" ერთ-ერთი უკანასკნელი ოპოზიციური და რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებაა რუსეთში, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა სტატუსს, თუმცა ბოლო წლებში კრემლის მიერ მკაცრი ზეწოლისა და შეზღუდვების ქვეშ იმყოფება. პარტიის კანდიდატების ჩახსნა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის საარჩევნო სისტემაში ნებისმიერი სახის რეალური ოპოზიციური კონკურენცია პრაქტიკულად აღარ არსებობს.




