რუსულმა ძალებმა უკრაინის მსხვილ ქალაქებზე — ზაპოროჟიეზე, კიევსა და ხარკოვზე მასირებული თავდასხმა განახორციელეს. სარაკეტო იერიშების შედეგად, ბოლო მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.
დარტყმები ძირითადად მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს შეეხო. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არის მსხვერპლი და დაშავებულები. სამაშველო სამსახურები ნანგრევებს წმენდენ.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები. ადგილზე მუშაობენ ექიმები და საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფები.
დედაქალაქში საჰაერო განგაში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოქმედებდა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარი კიდევ ერთხელ დაგმო და საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემისა და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აგრესორი კვლავ მიზანმიმართულად უმიზნებს მშვიდობიან მოსახლეობას.
სამაშველო ოპერაციები და დაზარალებულთა დახმარება ყველა რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.




