ჩრდილოეთ კორეამ კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ წყლებში, სულ მცირე, ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. იაპონიის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მიერ ნასროლმა რაკეტებმა „უჩვეულო ტრაექტორიით“ 50 კილომეტრის სიმაღლეზე 350 კილომეტრის მანძილზე იფრინეს.
უჩვეულო ტრაექტორია შეიძლება, ნიშნავდეს, რომ რაკეტები მანევრირებადია, ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა და აშშ 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ. აშშ-ის საზღვაო ძალების ორი დიდი პლატფორმა, ავიამზიდი „ნიმიცი“ და სამხედრო გემი „მაკინ აილენდი“ სამხრეთ კორეის სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან.