რუსეთმა და უკრაინამ სამოქალაქო ტყვეები გაცვალეს. გამოცემა „ტასის“ ცნობით, უკრაინაში შვიდი, ხოლო რუსეთში რვა პირი დაბრუნდა. მედიის ცნობით, ტყვეებს შორის სამხედრო პირები არ იყვნენ.

როგორც ცნობილია, მხარეებმა სამოქალაქო პირები ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან, ნოვაია გუტას საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაცვალეს. ჰუმანიტარულ მისიას ესწრებოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული დელეგაციაც.

მედიის ცნობით, ბოლო წლებში რუსეთსა და უკრაინას შორის ბელარუსში 70-ზე მეტი გაცვლა განხორციელდა.