ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა.
"ბოლო დღეებში მრავალი თხოვნა და სიგნალი იყო ხვალ მოსკოვში ჩვენი უკრაინული შორი რადიუსის სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით. ჩვენს ქმედებებში სიმეტრიულობის პრინციპი კარგადაა ცნობილი და მკაფიოდ ვაცნობეთ ეს რუსულ მხარეს. ჩვენი პოზიციის განსაზღვრისთვის უკრაინისთვის დამატებითი არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომში მთავარი ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება – კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. ჩვენთვის წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შეიძლება.
ამიტომ, დღეს ამერიკული მხარის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ რუსეთის თანხმობა, რომ 1000-1000-ზე ფორმატში მოხდეს ტყვეების გაცვლა. ასევე უნდა დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა მუდმივად მუშაობს, რათა რუსეთის ტყვეობიდან თავისი ხალხი დაიხსნას. ჩვენს გუნდს დავავალე, რომ მყისიერად მოამზადონ ყველაფერი, რაც გაცვლისთვისაა საჭირო.
მადლობას ვუხდი აშშ-ს პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. აშშ-სგან მოველით, რომ რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას უზრუნველყოფენ. დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი.
In recent days, there have been many appeals and signals regarding the setup for tomorrow in Moscow in connection with our Ukrainian long-range sanctions. The principle of symmetry in our actions is well known and has been clearly communicated to the Russian side. An additional…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 8, 2026









