რუსეთმა ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონალური სანქციები შემოიღო ბრიტანეთის მთავრობის წევრების, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
რუსეთის საგარეოს განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ბრიტანეთის მთავრობის "ანტირუსული კურსი და ინტენსიური პროპაგანდა რუსეთის დისკრედიტაციისა და საერთაშორისო იზოლაციის მიზნით."
ვის დაუწესდა სანქციები, კონკრეტული გვარები დასახელებული არ არის.