რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გეგმები მისი აქტივების გამოყენების შესახებ უკანონოა და აღნიშნა, რომ ის იტოვებს უფლებას გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება თავისი ინტერესების დასაცავად. იუწყება Reuters.
ასევე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მისი აქტივებისა და ფასიან ქაღალდებზე წვდომის უკანონო შეზღუდვის გამო ბრიუსელში დაფუძნებულ საფინანსო ინსტიტუტ Euroclear-ს, რომელიც ევროკავშირში რუსეთის გაყინული აქტივების დიდ ნაწილს ფლობს მოსკოვის სასამართლოში უჩივის.
ბანკის მტკიცებით, დოკუმენტით გათვალისწინებული რუსული აქტივების პირდაპირი ან ირიბი გამოყენების მექანიზმები უკანონოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.
"რუსეთის ბანკი იტოვებს უფლებას, შემდგომი შეტყობინების გარეშე განაგრძოს ყველა არსებული სამართლებრივი და სხვა მექანიზმის პრაქტიკული განხორციელება თავისი ინტერესების დასაცავად, ევროკავშირის ზემოაღნიშნული ინიციატივების შემდგომი პროგრესის ან განხორციელების ნებისმიერი ფორმით შემთხვევაში", - ნათქვამია განცხადებაში.




