ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში სიმებიანი კვარტეტის კონცერტი გაიმართა. კონცერტს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი პირველ მოადგილესთან, მაია ხაჩიძესთან ერთად დაესწრო.
შესრულდა ვახტანგ კახიძის, მიკოლა ლეონტოვიჩის, ასტორ პიაცოლასა და სხვა ავტორების საშობაო კომპოზიციები. კონცერტის დასასრულს მერმა მადლობა გადაუხადა ხაშურის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელობასა და სიმებიანი კვარტეტის ხელმძღვანელ ფატი სადაღაშვილს სასიამოვნო საღამოს ორგანიზებისთვის. „მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სახელოვნებო სკოლების მხარდაჭერას, რაც უმნიშვნელოვანესია მომავალი თაობის განათლებისა და ღირსეული კულტურული გარემოს ჩამოყალიბებისთვის,“ – აღნიშნა პაატა ჩადუნელმა.




