ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები კვლავ შეამცირა. მიმდინარე წელს ეს საპროცენტო განაკვეთების შემცირების მესამე შემთხვევაა.
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 3.50-3.75 პროცენტამდე შეამცირა
ოქტომბერში, ფედერალურმა რეზერვმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 3.75-4.00 პროცენტამდე შეამცირა. მანამდე, სექტემბერში კი 4.00-4.25 პროცენტამდე. უფრო ადრე კი მან ზედიზედ ხუთჯერ, 4.25-4.5 პროცენტის ფარგლებში დატოვა უცვლელი.




