რუსეთის სამხედრო სასამართლომ უკრაინელ დეპუტატს ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად მიუსაჯა 10–წლიანი პატიმრობა. მას ადანაშაულებენ "პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე სამხედრო ფეიქების“ გავრცელებაში, "ტერორიზმის გამართლებაში" და "სიძულვილის წაქეზებაში ძალადობის მუქარით".

თუმცა კონკრეტულად რა გახდა მსგავსი ბრალდებების საფუძველი, უცნობია.

"ვიღებ მილოცვებს!" - ასე ეხმაურება თავად პოლიტიკოსი რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"სასჯელში წერია, რომ სამი წელი ციხეში უნდა გავატარო, დანარჩენი შვიდი - საერთო რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, სამი წლით ამიკრძალეს საიტების ადმინისტრირება. ვიღებ მილოცვებს! რუსეთში ნასამართლევი პირველი სახალხო დეპუტატი!"– წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.