რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სესიის მაღალი დონის კვირეულისთვის ჩავიდა.

მინისტრი რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებებს და მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივ ღონისძიებებში, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ G20-ის, BRICS-ის და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრები. ასევე დაგეგმილია შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.

გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეული სამშაბათს დაიწყო. - წერს რუსული მედია