რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე, Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა სია გამოაქვეყნა. ამ დროის მონაცემებით სიაში 109 ადამიანი. 

60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  ამის შესახებ TASS-ს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განუცხადა.

"წინასწარ დადგენილია, რომ ტერაქტის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა“, - აცხადებენ დეპარტამენტში და აღნიშნეს, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

დეპარტამენტმა ასევე დაამატა, რომ შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები, კრიმინოლოგები და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და FSB-სთან თანამშრომლობით, აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს. „დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია ფიზიკური მტკიცებულებები, მათ შორის იარაღი და საბრძოლო მასალა, დაკვეთილია და უკვე ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის გენეტიკური, ბალისტიკური და თითის ანაბეჭდის ტესტები“, - განიცხადეს "ტასს"  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში