რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის აკრძალვა 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
"გადაწყვეტილება სეზონური მოთხოვნის გაგრძელების და ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის პერიოდში საწვავის ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად მივიღეთ," - ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.
შეზღუდვა გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.
რუსეთში ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 1 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით შემოიღეს, მაგრამ მაის-ივლისში ღონისძიება "საავტომობილო ბენზინით შიდა ბაზრის გაჯერების და ცალკეული საწარმოების მიერ ნავთობის გადამუშავების მოცულობის შემცირების თავიდან ასაცილებლად" შეჩერდა.
ემბარგოს გაგრძელება, ბაზრის მონაწილეების აზრით, განპირობებულია მთავრობის სურვილით, აირიდოს ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმების განმეორების რისკის აღმოფხვრის შეუძლებლობის გათვალისწინებით.