რუსეთის ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა. ამის შესახებ დღეს, დილით ტელეგრამზე კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა დაწერა.

მისი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს და ამჟამად ცეცხლის ლოკალიზაცია მიმდინარეობს. სტაროვოიტის თანახმად, მსხვერპლი არ არის.

რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.