ამის შესახებ უკრაინული მედია ანალიტიკურ პორტალ DeepState-ზე დაყრდნობით იუწყება.

DeepState-ის თანახმად, მტერი წინ მიიწევდა რეზნიკოვკას, პრედტეჩინოს (დონეცკის ოლქი) და დოროჟნიანკას (ზაპოროჟიეს ოლქი) მიდამოებში.

რეზნიკოვკა სლავიანსკიდან აღმოსავლეთით და მისგან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს, პრედტეჩინო კი კრამატორსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და მისგან დაახლოებით 30 კილომეტრში. სლავიანსკს და კრამატორსკს შორის 10 კილომეტრამდე მანძილია.



შეგახსენებთ, რომ პორტალის გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 4336 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო, რაც უკრაინის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 0,72%-ია