„ასოიშეიტედ პრესი“ იტყობინება, რომ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებულმა დემოკრატმა ზოჰრან მამდანიმ ნიუ-იორკის მერის თანამდებობა ოფიციალურად დაკავებამდე ფიცი ყურანზე დადო. 

ფიცის დადების ცერემონია დახურულ რეჟიმში გაიმართა მანჰეტენის მერიასთან ახლოს მდებარე მეტროს სადგურზე Old City Hall. მამდანი ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი გახდა, ამიტომ ფიცის დადების დრო ყურანი გამოიყენეს.

ფიცის დადების ცერემონიას ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი უძღვებოდა. ინაუგურაციის მთავარი ცერემონია, სადღესასწაულო ღონისძიებებთან ერთად, ხუთშაბათს მერიაში გაიმართება.