ამ წუთებში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სიტყვით მიმართავს მოსახლეობას, სადაც ის მადლობას უხდის მის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.

"რუსეთის ბედის განმსაზღვრელი" გამოსვლა - ასე დააანონსა კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა პუტინის საგანგებო მიმართვა.

ვლადიმერ პუტინი, ამავე გამოსვლაში, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებსაც დააანონსებს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილის მდგომარეობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს არ დაუხურავს შეიარაღებული ამბოხების ორგანიზების საქმე, რომლის მთავარი მონაწილე კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინია, –იუწყება რუსული მედია.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება ჯერჯერობით არ გაუქმებულა და გამოძიება არ შეწყვეტილა.