ერევანში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უძრავი ქონების ფასების მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად ვარშავის, ბერლინის და ევროპის სხვა დიდ ქალაქებში არსებულ ფასებს არ ჩამოუვარდება.  17 მარტს ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

 17 მარტს ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

მინისტრმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ უძრავი ქონების ფასებს ბაზარი არეგულირებს, ბაზარზე კი სომხეთში საცხოვრებლად გადასული „ხალხის სიმრავლის გამო გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, რამაც გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა. ერთი წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, ერევნის ცენტრში ერთი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება საშუალოდ 4-5 ათასი ევრო ღირსო, ყველა უბრალოდ გაიღიმებდა. დღეს ეს რეალობაა და ეს მოხდა ეკონომიკური ცვლილებების შედეგად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბინაო მშენებლობის ტემპის დაჩქარება, ვინაიდან არსებული მოთხოვნა ბევრად აღემატება იმ მოცულობას, რომლის გაყიდვას დღეს დეველოპერები ახერხებენ. ჩვენ უნდა ვეცადოთ ამის გაკეთება ახალი პროგრამებით, რომლის ირგვლივ უკვე მიმდინარეობს აქტიური დისკუსიები.“ 

ახალ პროგრამებში მინისტრმა იგულისხმა ახალი შენობების გაზიფიცირების საკითხის გადაწყვეტის მიმართულებით  შემუშავებული სტრატეგია, რომელზედაც საუბარი, მისი თქმით, ჟურნალისტებთან მის შეხვედრამდე, მთავრობის სხდომაზე იყო.

გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია. ამჟამად გარკვეული დეტალების დაზუსტება ხდება და  იგი საბოლოო სახით დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი, - თქვა მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე იმის შესახებ, სახელმწიფო აიღებს თავის თავზე შენობების გაზიფიცირებას თუ დეველოპერი, ქერობიანმა უპასუხა, რომ „ამას გააკეთებს „გაზპრომ სომხეთი"

მან ასევე აღნიშნა, რომ ის ინვესტიციები, რომელიც 15-20-30 წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო ინფრასტრუქტურაში, არ განხორციელებულა ან ძალიან მცირე რაოდენობით განხორციელდა და დღეს, ნებისმიერი ინფრასტრუქტურისთვის საჭიროა უზარმაზარი ინვესტიცია.

„ახლა, როგორც არ უნდა იმუშაოს ჩვენმა მთავრობამ, ის ვერ შეძლებს გარკვეულ თანხაზე მეტის ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, რადგან ასევე აუცილებელია დაბალანსებული ფისკალური პოლიტიკის გატარება, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურების განვითარებისთვის და მასში ყველაზე მნიშვნელოვანი არის განათლების სისტემის მოდერნიზაცია“, - განაცხადა ვაჰან ქერობიანმა.