დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის გაქმება ბრიტანეთის საგარეო უწყების მხრიდან „სერიოზული შეცდომაა“. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ საერთაშორისო საქმეთა საკითხებში რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ჩეპამ განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ ეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სერიოზული შეცდომაა, რადგან ნებისმიერი დიპლომატია - პირველ რიგში კომუნიკაციაა", - განაცხადა ჩეპამ.
მისი თქმით, "არსებობს ასეთი ცნობილი ფრაზა: როდესაც დიპლომატები საუბარს წყვეტენ, იარაღზე საუბარი იწყება". მან დასძინა, რომ რუსეთმა სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივან, რექს ტილერსონთან შეხვედრისას დააფიქსირა.
დღესვე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსინის მიერ მოსკოვში ვიზიტის გაუქმებას სირიის საბაბით „აბსურდული“ უწოდა.